shutterstock_348701531

შპს „ლოგოსი“

შპს „ლოგოსი“ დაარსდა 2001 წელს. წლების განმავლობაში კომპანიამ არა მხოლოდ შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა, არამედ ჩამოყალიბდა სექტორის ლიდერად ქვეყანაში. კომპანია იზრდება და ვითარდება, რაზედაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2017 წელს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოს ტოპ-30 ლიდერ საწარმოს შორის ჩვენმა კომპანიამ მე-2 ადგილი დაიკავა (რეიტინგი „ოქრო“). 17-წლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროფესიონალური თარგმანი სხვადასხვა ენაზე.
კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები უფლებას გვაძლევს მოვემსახუროთ ჩვენ კლიენტებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ონლაინ რეჟიმში კლიენტისთვის სასურველ ფორმატში, დროსა და პირობებში შესაძლებელია თარგმანის (მათ შორის, სწრაფი თარგმანი) უზრუნველყოფა; თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტაციის ადგილზე მიწოდება კურიერის ან საფოსტო გზავნილის საშუალებით, რაც მაქსიმალურად ზოგავს მომხმარებლის დროს. ჩვენი მომსახურება გამოირჩევა იმითაც, რომ გარდა ფართოდ გავრცელებული ევროპული ენებისა, როგორებიცაა ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური ენები, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აღმოსავლური ენების ასევე მაღალკვალიფიციური თარგმანები (თურქული, არაბული, სპარსული, ებრაული...)
ჩვენი კლიენტები არიან წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები და კომპანიები, და აგრეთვე ფიზიკური პირები. მათი ნდობა და მრავალწლიანი თანამშრომლობა არა მხოლოდ მომსახურების, არამედ უმთავრესად კონფიდენციალობის დაცვის მაღალი ხარისხითაა განპირობებული.

პარტნიორები

ელ. ფოსტა

logosi2015@gmail.com

მისამართი

ჭავჭავაძის გამზ.42, ბ.3, 0179, თბილისი

სამუშაო საათები

ორშ - პარ 11:00 - 18:00

ტელეფონი

(+995 32) 222 04 06