ჩვენი სერტიფიცირებული თარჯიმნები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის თარგმანს იურიდიულ, ეკონომიკურ, ტექნიკურ, სამედიცინო თუ სხვ. სფეროში.
- შეკვეთის მიღება ელექტრონულად
- თარგმნა
- სწრაფი თარგმნა
- ტექსტის რედაქტირება
- სანოტარო წესით დამოწმება
- დოკუმენტის ადგილზე მიწოდება
ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ჩვენი კლიენტების ნდობა; გავაფართოოთ და მნიშვნელოვნად დავხვეწოთ მომსახურების სპექტრი; შევიმუშაოთ ჩვენს დამკვეთებთან ურთიერთობის კიდევ უფრო მოხერხებული და კომფორტული სისტემა, რაც უმთავრესად კონფიდენციალობის დაცვის მაღალი ხარისხითაა განპირობებული. არ ვიშურებთ ძალისხმევას, რათა შევინარჩუნოთ ჩვენს დამკვეთებთან გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მზად ვართ თქვენი ინტერესებისთვის გამოვიყენოთ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება.
თარგმანის ღირებულება სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციით განისაზღვრება თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად, თარგმანის სირთულის, ვადის და სხვ. პირობების გათვალისწინებით.
წლების განმავლობაში მოვახერხეთ პროფესიონალ და გამოცდილ თარჯიმანთა გუნდის ჩამოყალიბება. ჩვენი სერტიფიცირებული თარჯიმნები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის თარგმანს იურიდიულ, ეკონომიკურ, ტექნიკურ, სამედიცინო თუ სხვ. სფეროში. თითოეული თარჯიმანი სპეციალიზირებულია ამა თუ იმ თემატიკაში, ფლობს სპეციალურ ტერმინოლოგიას, რაც საშუალებას აძლევს სრულყოფილად გაიაზროს ტექსტი და უზრუნველყოს ხარისხიანი და კორექტული თარგმანი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ კლიენტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის სრულ კონფიდენციალობას.
ჩვენი მომსახურება
ჩვენი მიზანია
ღირებულება
ჩვენი გუნდი
კონფიდენციალობა
შპს „ლოგოსი“
შპს „ლოგოსი“ დაარსდა 2001 წელს. წლების განმავლობაში კომპანიამ არა მხოლოდ შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა, არამედ ჩამოყალიბდა სექტორის ლიდერად ქვეყანაში. კომპანია იზრდება და ვითარდება, რაზედაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2017 წელს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოს ტოპ-30 ლიდერ საწარმოს შორის ჩვენმა კომპანიამ მე-2 ადგილი დაიკავა (რეიტინგი „ოქრო“). 17-წლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროფესიონალური თარგმანი სხვადასხვა ენაზე.
კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები უფლებას გვაძლევს მოვემსახუროთ ჩვენ კლიენტებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ონლაინ რეჟიმში კლიენტისთვის სასურველ ფორმატში, დროსა და პირობებში შესაძლებელია თარგმანის (მათ შორის, სწრაფი თარგმანი) უზრუნველყოფა; თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტაციის ადგილზე მიწოდება კურიერის ან საფოსტო გზავნილის საშუალებით, რაც მაქსიმალურად ზოგავს მომხმარებლის დროს. ჩვენი მომსახურება გამოირჩევა იმითაც, რომ გარდა ფართოდ გავრცელებული ევროპული ენებისა, როგორებიცაა ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური ენები, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აღმოსავლური ენების ასევე მაღალკვალიფიციური თარგმანები (თურქული, არაბული, სპარსული, ებრაული...)
ჩვენი კლიენტები არიან წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები და კომპანიები, და აგრეთვე ფიზიკური პირები. მათი ნდობა და მრავალწლიანი თანამშრომლობა არა მხოლოდ მომსახურების, არამედ უმთავრესად კონფიდენციალობის დაცვის მაღალი ხარისხითაა განპირობებული.
ელ. ფოსტა
logosi2015@gmail.com
მისამართი
ჭავჭავაძის გამზ.62, ბ.4, 0162, თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები
ორშ - პარ 11:00 - 18:00
ტელეფონი
(+995) 599553986; (+995)599102499